12:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 19:04:45, 2180 ნახვა

სამართალი
NDI-ს კვლევის თანახმად, მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის, კრიმინალი მე-16 ადგილზეა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის, კრიმინალი მე-16 ადგილზეა (3%).

მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული ასე გამოიყურება: 1. სამუშაო ადგილები (58%); 2. ფასების ზრდა/ინფლაცია (38%); 3. სიღარიბე - (30%); 4. ტერიტორიული მთლიანობა - (27%); 5. პენსიები - (24%).

რაც შეეხება სხვა საკითხებს, 23%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებაა; 19%-სთვის - ხელფასები; 14%-სთვის - რუსეთთან ურთიერთობა; ასევე 14%-სთვის - განათლება.

გამოკითხულთა მხოლოდ 8%-სთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები, ასევე 8%-სთვის სამართლიანობის აღდგენა, 4%-სთვის სიტყვის თავისუფლება, 3-3%-სთვის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, სამართლიანი არჩევნები, კრიმინალი და სასამართლო სისტემა.

ცნობისთვის, გამოკითხვა  2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის  პერიოდში, საქართველოს  მასშტაბით 3,141 პირისპირ  ინტერვიუს  წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან  მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში  საშუალო ცდომილების  ზღვარია +/- 1,8%

NDI -ის კვლევებს აფინანსებს  შვედეთის საერთაშორისო  თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (sida) და  ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics