|
2015-03-28 10:23:28, 484 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული დასრულდა
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული დასრულდა. ღონისძიების დასკვნით ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. მათ ქართველ იუნკერებსა და უცხოური სამხედრო სასწავლებლების მსმენელებს სიტყვით მიმართეს და კვირეულში მონაწილეობისთვის შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს. ცნობისთვის, საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას აშშ-ის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტები სტუმრობდნენ. ქართველ იუნკერებთან ერთად, უცხოელმა კურსანტებმა სხვადასხვა სახის აკადემიურ და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებმა სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოინახულეს და მათ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. საერთაშორისო კვირეულის მიზანს უცხოური სამხედრო სასწავლებლების მსმენელთათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის და ზოგადად, საქართველოს გაცნობა წარმოადგენდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)