|
2017-01-16 12:48:03, 2137 ნახვა
ეკონომიკა
მოგების გადასახადის ცვლილებასთან დაკავშირებით თიბისი ბანკი ბიზნესკომპანიებს დაატრენინგებს
საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს უფასო ტრენინგს შესთავაზებს. ბანკის ინფორმაციით, მმართველ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ http://tbcbusiness.ge/ -ზე და გაიარონ თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული ტრენინგი საგადასახადო საკითხებზე ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტისგან. სამსაათიანი ინტენსიური კურსი, რომელიც მოიცავს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, კერძოდ მოგების გადასახადის შეცვლას, დაეხმარება მცირე და საშუალო ორგანიზაციებს, ადვილად ადაპტირდნენ ახალ კანონმდებლობასთან.
გარდა ამისა, თიბისი ბანკი ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს ტრენინგებს მენეჯმენტის ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორიცაა ინტერნეტ მარკეტინგი, დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ინოვაციების მართვა . ტრენინგების მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და გაძლიერებაა. ტრენინგში მონაწილე პირები შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას კონკრეტულ სფეროში, მართვის უნარჩვევების გაუმჯობესებას, ფინანსების სწორად მართვასა და ტექნოლოგიური სერვისების სწორად გამოყენებას, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ტრენინგში მონაწილეობა ყველას შეუძლია, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა ესა თუ ის კომპანია თიბისი ბანკის მომსახურებით. ტრენინგები მიმდინარეობს თიბისი ბანკის ვაკის ფილიალში (ჭავჭავაძის გამზ 11) . რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მცირე ან საშუალო კომპანიის მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანს ვებგვერდზე http://tbcbusiness.ge/ . ტრენინგებს უძღვებიან თავის დარგში საუკეთესო სპეციალისტები: ლია ნადიბაიძე, დავით პაპიაშვილი, ანდრო დგებუაძე და ლევან ლეფსვერიძე. სულ მალე ტრენინგებს დაემატება ახალი თემა - ადამიანური რესურსების მართვა.
(R)
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)