2015-03-27 19:20:19, 450 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე კვიპროსის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ კვიპროსის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთახმების ფარგლებში საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე იმსჯელეს.
შეხვედრა 27 მარტს, კვიპროსის რესპუბლიკაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან