|
2017-01-13 14:41:23, 2455 ნახვა
ეკონომიკა
წელიწადში 1.5 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობის ტრანზიტი საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით მოხდება
საქართველოსა თურქმენეთს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ამიერიდან, წელიწადში 1.5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის ტრანზიტი საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით მოხდება. როგორც სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი ზოგადი ტვირთის 30%-ს შეადგენს. აქედან, უდიდესი ნაწილი სწორედ სარკინიგზო ტრანზიტის შემადგენელი ნაწილია. შეთანხმება სამწლიანია და საქართველოს ტერიტორიის გავლით ამ დროის განმავლობაში 4.5 მლნ ტონა ტვირთი გატარდება, ხოლო საქართველოს ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 60 მლნ ლარით შეივსება. გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის GR ტრანზიტის ხელმძღვანელის, დავით ჩივაძის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტერმინალებსა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურაში დასაქმების საკითხს ხელს შეუწყობს. „ესაა უპრეცედენტო სიახლე ჩვენს სატრანზიტო დერეფანში. ძალიან სასიხარულო ამბავია, რადგან საუბარია ტვირთის საკმაოდ დიდ რაოდენობაზე, რაც ხელს შეუწყობს ტერმინალებში დასაქმების საკითხის გადაჭრას, გააძლიერებს მათ და გახდის უფრო მიმზიდველს ინვესტორებისთვის. 3 წლიანი კონტრაქტი ნიშნავს ჩვენს მიმართ უპრეცედენტო ნდობას, სჯერათ, რომ „საქართველოს რკინიგზა“ გამართულად მუშაობს, სჯერათ ჩვენი ტერმინალების შესაძლებლობის. მთავრობის წევრები ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და დიდი დახმარება გაუწიეს „საქართველოს რკინიგზას“. 7 წლიანი პაუზის შემდეგ, ტვირთი დაბრუნდა ჩვენს კორიდორში“,-აღნიშნა დავით ჩივაძემ. რაც შეეხება ტრანზიტის საფასურს, საუბარია ყოველწლიურად ათეულობით მილიონ ლარზე, თუმცა კონკრეტული ციფრის გაჟღერებისგან თავს იკავებენ: „დამატებითი ინფრასტრუქტურა საჭირო არ იქნება, მაგრამ ამ შეთანხმებას დამატებითი ტვირთები მოყვება. ზოგადად, რკინიგზას მეტის გატარებაც შეუძლია“,-დასძინა დავით ჩივაძემ. ტენდერში, რომელშიც 25 კომპანია მონაწილეობდა, შპს კასპიან ტრანზიტმა გაიმარჯვა: „ძირითადი კონკურენტები იყვნენ კომპანია ვიტოლი, ტრაფიგურა . 2017 წელი საქართველოსთვის სასიხარულო ინფორმაციათი დაიწყო, გავიმარჯვეთ იმ დიდი მხარდაჭერით, რაც „საქართველოს რკინიგზამ“ გამოგვიყო, რათა დაგვენახებინა თურქული მხარისთვის, რამდენად უსაფრთხო იყო კორიდორი. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო მამუკა ბახტაძისა და მთლინად რკინიგზის ჯგუფის დამსახურება. მათ ტვირთის მოზიდვაში დიდი შრომა ჩადეს“,-აღნიშნა შპს კასპიან ტრანზიტის გენერალურმა დირექტორმა რატი ღვამბერიამ. შეგახსენებთ, რო 2007-2008 წლებში, საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქმენეთიდან დაახლოებით 600 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდებოდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, აღნიშნული ტვირთის გადამისამართება მახაჩკალის მიმართულებით ნოვოროსისკის პორტში მოხდა. 2013 წლიდან, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრების უშუალო ჩართულობით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქმენეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საქართველოს დერეფანში დაბრუნების თაობაზე. 7 წლის შემდეგ, თურქმენული ტვირთი საქართველოს დერეფანს დაუბრუნდა-2015 წლის პირველი წარმატებული საცდელი პარტიის შემდეგ, 2016 წელს, კომპანია კასპიან ტრანზიტის მეშვეობით, საქართველოს ტერიტორიაზე 1,3 ტონა თურქმენული ნავთობი გადაიზიდა. დღეიდან კი, სამწლიანი შეთანხმების შედეგად, ყოველწლიურად, თურქმენეთიდან საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით, 1,5 მლნ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაიზიდება.
(R)
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)