|
2017-01-12 17:40:34, 3009 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი Lifestyle
მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის გაყოფაზე: „ლუზერების“ მმართველობა დამთავრდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა 20 იანვრის ყრილობაზე დარწმუნდება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ივანიშვილისეული გეგმის განხორციელებას მხარი არ დაუჭირეს. "ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა "ნაციონალური მოძრაობის" ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება. “განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა. დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა. მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი", - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ „უგულავა-ბოკერიას ფრთის“ წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. "პასუხისმგებელი ამ პარტიის დანგრევაზე არის ერთადერთი ადამიანი - ის ვინც ეს პარტია შექმნა", - განაცხადა გიგი უგულავამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)