17:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 12:06:42, 1525 ნახვა

კომენტარი
ქერი: როდესაც რუსეთი "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ სანქციები არ დაწესებულა

როდესაც რუსეთი საქართველოში, ე.წ.სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, სანქციები არ დაწესებულა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა. ინფორმაციას "ამერიკის ხმის" ქართული ბიურო ავრცელებს. 

როგორც ქერიმ აღნიშნა, ბარაქ ობამას ადმინისტრაციის წინამორბედ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას აქტიურად არ უპასუხია საქართველო-რუსეთის ომისთვის. 

"„არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს განვსჯი, თუმცა როდესაც რუსეთი საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, სანქციები არ დაწესებულა, საერთოდ არაფერი. ჩვენ მოვედით და როდესაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, ევროპის მხარდაჭერა მოვიპოვეთ და სანქციები დავუწესეთ რუსეთს. ეს სანქციები მძიმე ტვირთია რუსეთისთვის. ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ [რუსეთს] ფასის გადახდა მოუწევდა ამისთვის [უკრაინაში შეჭრა]. ევროპაში ზოგს სურს სანქციების შეწყვეტა, თუმცა ჩვენ ვახერხებდით შეგვენარჩუნებინა სანქციები მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის“, - აღნიშნა კერიმ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics