11:42 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 18:50:36, 2073 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სახელმწიფო მინისტრს, რიოსეი ტანაკას შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე იაპონური მხარისთვის პრეზენტაცია გაკეთდა საქართველოში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
გიორგი გახარიამ იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ JICA-ს მეშვეობით საქართველოში განხორციელდა საგრანტო დახმარების მრავალი პროგრამა, მოხდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაცია და განვითარება. ამჟამად JICA ახორციელებს მსხვილ პროექტებს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. კერძოდ, განახლებადი ენერგიის კუთხით  JICA-მ  4 მლნ. აშშ დოლარზე მეტი გრანტი გამოყო და დაახლოებით 45 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხი, ხოლო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებისთვის - დაახლოებით 190 მლნ. აშშ დოლარი სესხი. 

გიორგი გახარიამ იაპონურ მხარეს აცნობა, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, კავკასიის რეგიონში ჩამოყალიბდეს, როგორც  ტრანზიტული ჰაბი.  შეხვედრაზე მინისტრმა  ასევე ისაუბრა გონიოსა და წყალტუბოს კურორტების საინვესტიციო პროექტების შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით. 

მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და საექსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის საჭირო სამომავლო ნაბიჯებზე საქართველოს ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის იაპონურ ბაზარზე პოპულარიზაციის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას. იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სახელმწიფო მინისტრმა  მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში. 

ამასთან, გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ იაპონია მხარს დაუჭერს ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნებში. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics