11:42 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 16:31:10, 2054 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება შედგა

2017 წლის 9-11 იანვარს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ,,საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების” ტექსტზე მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ მხარეებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ქართულ მხარეს ინდოეთის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს, კერძოდ, ისეთ ქალაქებში როგორიცაა - დელი, მუმბაი, გოა, ჩენაი, ჰაიდერაბადი, ბენგალურუ. აღნიშნულ მომენტამდე კი რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ დელის მიმართულებით იყო შესაძლებელი. მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება საწყის ეტაპზე თითოეული მხრიდან კვირაში 21 სიხშირით ფრენაზე, აქამდე მოქმედი მემორანდუმის შესაბამისად ქვეყნებს შორის ფრენების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ 4 სიხშირით.

აღნიშნულ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 2016 წლის 10 ნოემბერს ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის გაჯაპათ რაჯუს  სამუშაო ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს  საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა. მემორანდუმში ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარების კუთხით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებასა და ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების გამართვა უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა.

მხარეებს შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება  სამართლებრივ საფუძველს შექმნის საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიაფრენების დასაწყებად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლის მიზნით ინდოეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა  ტურისტულ კომპანიებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics