|
2017-01-11 13:34:55, 1131 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი: შეუძლებელია ყრილობა ლეგიტიმურად ჩაითვალოს, თუმცა მოვალე ვარ, სპორტის სასახლეს თანხა გადავურიცხო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც რატიანი აცხადებს, დაგეგმილი ყრილობა შეუძლებელია ლეგიტიმურად ჩაითვალოს, თუმცა მისივე განმარტებით, მოვალეა, ღონისძიების ჩასატარებლად სპორტის სასახლესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადარიცხოს. "საზოგადოებას მოეხსენება, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ 30 ნოემბერს მიიღო და დაამტკიცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის VII პარტიული ყრილობის მოწვევისა და დელეგატების შერჩევის წესი“ რომლის თანახმად, ყრილობის გამართვის თარიღად 20 იანვარი, ხოლო დელეგატების რაოდენობა 7000-ით განისაზღვრა. მე, როგორც აღმასრულებელმა მდივანმა, მეორე დღესვე მივმართე წერილობით სპორტის სასახლის ადმინისტრაციას. რამდენიმე დღეში გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომლის თანახმად, თანხის გადახდის ბოლო ვადა არის 18 იანვარი. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ დღეისათვის პოლიტიკური საბჭოს არ დაუმტკიცებია ყრილობის სამართლებრივად ჩატარებისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათანხმებლად კონფერენციების მოწვევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს. მოგახსენებთ, რომ ჩვენი პოზიცია დღესაც უცვლელია და მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს წესის დარღვევით შექმნილი „საორგანიზაციო კომისიისა“ და მისი მხარდამჭერების არჩეული გზით, 2017 წლის 20 იანვარს ჩატარებული ყრილობა შეუძლებელია ჩაითვალოს ლეგიტიმურად, იურიდიულად გამართულად და სათანადოდ ორგანიზებულად. მიუხედავად ამისა, რადგანაც არსებობს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რადგანაც არსებობს პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეების ნაწილის მოთხოვნა, მე მოვალე ვარ გადავრიცხო სპორტის სასახლესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა პარტიული ღონისძიების ჩასატარებლად",-ნათქვამია რატიანის განცხადებაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)