2017-01-10 21:35:29, 2418 ნახვა
მსოფლიო
პოლიციამ ეჭვმიტანილი, რომელმაც ალაბამას შტატში მძევლები აიყვანა, დააკავა
ალაბამას შტატის ქალაქ ტუსკალუზას ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, რომელმაც სტუდქალაქის ტერიტორიაზე ბანკში მძევლები აიყვანა.
FOX NEWS-ის ინფორმაციით, როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, მძევლად აყვანილი 7 ადამიანი თავისუფალია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის მოტივის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ალაბამას შტატში, უნივერსიტეტის სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ბანკში მძევლები აიყვანა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან