15:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 21:28:40, 2700 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთში სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთში, სოფელ წებელდაში რუსეთის მიერ სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს. ამის შეახებ ინფორმაციას  „რია ნოვოსტის“ უწყებაზე დაყრდონით ავრცელებს.

​მათი ინფორმაციით, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება, რომ ამ მიმართულებით არავითარი სამუშაო არ მიმდინარეობდა და არც იგეგმება.

„სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში გაოგნება გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო საკითხებში მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებამ აფხაზეთის სოფელ წებელდაში თითქოსდა რუსული სამხედრო პოლიგონის მშენებლობის შესახებ. არავითარი სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოები სოფელ წებელდაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 სამხედრო ბაზის ინტერესებში არ არის და არც იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსული და აფხაზური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 3 იანვარს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი - VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics