2017-01-10 21:01:43, 2595 ნახვა
მსოფლიო
ალაბამას შტატში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა
ალაბამას შტატში, უნივერსიტეტის სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ბანკში მძევლები აიყვანა, ამის შესახებ ინფორმაციას FOX NEWS ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, უცნობი შეიარაღებული მამაკაცი ბანკში მის ოფიციალურ გახსნამდე შევიდა.
ადგილზე პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან