04:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 15:11:56, 711 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარის უფროსის თანამდებობაზე ეთერ მაჭუტაძე დღეს წარადგინა.

ზურაბ პატარაძემ ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ცისკარ გოგიტიძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ ეთერ მაჭუტაძის  გამოცდილებას გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ ის არის ეფექტური მენეჯერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბულვარის განვითარებისათვის.

,,დღეს ჩვენ წარვადგინეთ ბულვარის ახალი ხელმძღვანელი, ქალბატონი ეთერ მაჭუტაძე. ის ძალიან გამოცდილი კადრია, ეფექტური მენეჯერი. დარწმუნებული ვარ ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქალაქის და ბულვარის საკეთილდღეოდ ქალბატონი ეთერი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და დაუღალავი შრომით ძალიან ბევრს გააკეთებს. ბულვარი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტია. ეს არის ჩვენთვის სავიზიტო ბარათი და წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ეთერ მაჭუტაძის წარდგენისას .

ეთერ მაჭუტაძე გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტია. აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი 2012 წლიდან დღემდე მუშაობდა  ააიპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" დირექტორად.

ეთერ მაჭუტაძეს დამთავრებული აქვს ვორონეჟის სატყეო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის სატყეო საინჟინრო მეტყევე-ინჟინერის სპეციალობით . წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მთავარ აგრონომად, შემდეგ კი დირექტორად.

ეთერ მაჭუტაძე არის  25-მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი, რაც წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთებში ქართულ და რუსულ ენებზე.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics