15:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 16:46:41, 1464 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა: მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა

ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, პარტიაში სულ უფრო ცოტა რესურსი რჩება იმისათვის, რათა მხარეებმა რაიმე სახის მოლაპარაკებას მიაღწიონ.

ყოფილმა მერმა იმედი გამოთქვა, რომ თუკი საბოლოოდ არსებული მცირე რესურსის გამოყენებაც ვერ მოხერხდა, მხარეები დაშორებას ცივილურ ფორმებში შეძლებენ.

გიგი უგულავამ, ნიკა მელიას მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს სამწუხარო უწოდა.

უგულავას თქმით, "არავისი საქმე არ არის ვისი ფრთის წარმომადგენელი იქნება იგი".  

"მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, წარმოვადგენ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა. ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები. მე მასთან არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას და არც დაპირისპირებაში. პარტია არის კრიზისში. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, გაივლის, თუ ვერა და დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, შეიძლება ვთქვათ 2-5% და შესაძლოა, ეს ყოველდღიურად მცირდებოდეს. მიმდინარე მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში, რადგან ამ ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე დაპირისპირებაა ”ნაციონალურ მოძრაობაში", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" არაოფიციალური  შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც გიგი უგულავაც ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics