15:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 12:55:29, 1455 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: ეს ვიზიტი საქართველო-ისრაელს შორის ისტორიულ თანამშრომლობას კიდევ უფრო მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო -ისრაელს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას  25 წელი უსრულდება.

მან ისრაელის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე,  ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის  განუხრელი  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მარგველაშვილის თქმით, ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტი  ორ ქვეყანას შორის ისტორიულ თანამშრომლობას კიდევ  უფრო მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს:

„ჩვენს ერებს შორის მეგობრობა 26 საუკენს ითვლის. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა  25 წლის შესრულდება წელს და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ისრაელის სახელმწიფოს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის  განუხრელი მხარდაჭერისთვის.  მთელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ ჩვენი ებრაელი მეგობრები.

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ პოტენციალის  შესახებ, რომელიც ამ ძალიან კარგი ურთიერთობების ფონზე ეფექტურად ხორციელდება საქართველოსა და  ისრაელს შორის.  ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი  და სამთავრობო ყველა ფორმატი იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები. გვაქვს ძალიან  მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოებისგან ამ ურთიერთობების  გასაღმრავებლად, გვაქვს  მზარდი შესაძლებლობებიც ტურიზმთან მიმართებაშიც და დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალი ნაბიჯების შესახებ,  რომლებიც შესაძლოა ბიზნემსმენთა უფრო აქტიური დაახლოებისაკენ  და აქტიური საინვესტიციო  პოლიტიკის განხორციელებისკენ გადაიდგას საქართველოსა და ისრაელს შორის. მადლობა მინდა ვუთხრა ისრაელის პრეზიდენტს და ქალბატონ პირველ ლედის საქართველოს სტუმრობისთვის. დარწმუნებული ვარ,  თქვენი ვიზიტი, ბატონო პრეზიდენტო,  კიდევ უფრო მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ამ ისტორიულ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics