19:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 12:52:30, 345 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის მთავრობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

აჭარის მთავრობის  დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც სილეზიის სავოევოდოში საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მესამე სხდომა იმართება. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, დელეგაციას წარმოადგენს რეგიონის    ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ა/რ მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი- ხათუნა ნაყეური და  რეგიონის  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული სააგენტოს დირექტორი-სოფო ლაზიშვილი.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს სილეზიის უნივერსიტეტის   რექტორთან პროფესორ  ვიესლავ ბენისთან გაიმართება შეხვედრა. შეხვედრისას  აჭარაში პოლონური ენის შემსწავლელი კურსების მხარდაჭერაზე და ბათუმისა და სილეზიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაზე იქნება საუბარი. დაგეგმილია კამპუსის დათვალიერება. დღესვე ხელი მოეწერება 2015 წლის თანამშრომლობის გეგმას. 

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში  უკვე გაიმართა შეხვედრა აჭარის დელეგაციასა და სილეზიის სავოევოდოს ვიცე მარშალთან, ქ-ნ ალექსანდრა სკოვრონეკთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონებს შორის ჯანდაცვის, ეკონომიკის,ტურიზმის, განათლებისა და კულტურის  სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.  სილეზიის მხარე მზად არის მხარი   გადამზადების პროექტს, რომელიც სხვადასხვა დარგის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს სილეზიის ცნობილ კლინიკებში. შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზაობა ასევე განხორციელდეს გაცვლითი პროგრამა ბავშვებისათვის, რომელთაც ექნებათ საშუალება მშობლებთან ერთად გარკვეული დრო გაატარონ სილეზიაში და აჭარაში. იგეგმება სამთო კურორტზე დასაქმებულთა გადამზადება;  კურორტის ირგვლივ კერძო სექტორის განვითარების გეგმის შექმნაში მხარდაჭერა. პოლონეთის აგრო გამოცდილების გაზიარება და მათი  აჭარის რეგიონში დანერგვა.  რეგიონის საინვესტიციო ცნობადობის ზრდის მიზნით მოხდება რეგიონის საპრომოუშენო ღონისძიებების გაუმჯობესებისათვის ახალი ინსტრუმენტებისა და სამიზნე ბაზრების ათვისება.

გარდა ამისა, გუშინ  მარშალის ოფისში აჭარისა და სილეზიის თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას  აჭარის მხარიდან ნუგზარ სურმანიძე, ხოლო  სილეზიის სავოევოდოს მხრიდან ბორდის წევრი ბ-ნ კაჟიმიერჟ კაროლჟაკი წარმართავდა. სხდომაზე აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ნაყეურმა კომისიის წევრებს წარუდგინა  პროექტები, რომელიც 2014 წელს ორ რეგიონს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის და ეკონომიკის დარგში დაიგეგმა და განხორციელდა.

ცნობისთვის, სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა 2011 წელს თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე  გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics