|
2017-01-07 15:24:16, 1925 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: ამ გადაწყვეტილებით გიგი უგულავა არ გამართლებულა
მე არ ვთვლი, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლებას. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ყველა კითხვა, რომელიც შეიძლება უგულავას გათავისუფლებას უკავშირდებოდეს, სასამართლოს მიმართ უნდა დაისვას. „გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა, ის არ გაუმართლებია. ქართულმა სასამართლომ ცნო ის დამნაშავედ მან გარკვეული სასჯელი მოიხადა. როგორ ვიცი ის სხვა ეპიზოდებში არ გამართლებულა, სხვა სამართლებრივ დეტალებში ვერ შევალ და ვერაფერს გეტყვით. კიდევ ერთხლე ვიმეორებ. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც ის არ გამართლებულა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. რაც შეეხება გიგი უგულავას პოლიტიკაში დაბრუნებას და „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალს, ბესელიას თქმით, „ისეთი ეტაპი ჩანს, რომ ეს მათი დასასრული იქნება“. „"ნაციონალურ მოძრაობაში" ისეთი აურზაური ხდება, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს დიდი სურვილი, მათი მომავლის პერსპექტივა დავინახო“, - აღნიშნა ბესელიამ. ცნობისთვის, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხე გუშინ დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)