2017-01-06 09:11:56, 2397 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.7303 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.7303 ლარი ღირს, გუშნ კი, მისი შეძენა 2.6692 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0611 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.8649 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.7858 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0791 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან