2017-01-05 18:48:37, 2545 ნახვა
მსოფლიო
BBC - სირიაში აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 25 კი, მძიმედ დაშავდა
სირიის ქალაქ ჯიბლაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, 25 კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება სავაჭრო ბაზართან მოხდა.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს France Press-ი. მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად 14 ადამიანია დაღუპული.
30 დეკემბრის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური აფეთქებაა.
შეგახსენებთ, 30 დეკემბერს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შევიდა ძალაში. შეთანხმების თანახმად, მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება რაც შეიძლება მალე უნდა მიეწოდოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან