|
2017-01-05 18:14:00, 912 ნახვა
სხვადასხვა
WhatsApp-ი ძველი მოდელის ტელეფონებზე აღარ იმუშავებს
WhatsApp-ის აპლიკაცია iPhone 3GS-ზე, Windows Phone 7-სა და სხვა სმარტფონებზე, რომლებიც Android-ის ძველ (2.1 და 2.2) ვერსიებზე მუშაობენ, აღარ იმუშავებს, - ამის შესახებ Daily Express იუწყება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, WhatsApp-ის აპლიკაცია სიახლეებს განიცდის, რომლებიც მხოლოდ ახალ სისტემაზე იმუშავებს. "თავის დროზე, სანამ ჩვენი აპლიკაცია სიახლეებით დაიტვირთებოდა, ძველი სისტემის მქონე სმარტფონები ითვისებდნენ ყველა ცვლილებას. თუმცა მას შემდეგ, რაც აპლიკაცია პროგრამულად და ფუნქციურად დაიტვირთა, ძველი პროგრამული უზრუნველყოფის მქონე ტელეფონები მას ვეღარ გაუმკლავდებიან და შესაბამისად WhatsApp-ი ვეღარ იმუშავებს", - აცხადებენ კომპანიაში. 2017 წლის 30 ივნისამდე WhatsApp-ი შემდეგ ტელეფონებზე: Blackberry OS, Blackberry 10, Nokia S40 და Nokia Symbian S60 იმუშავებს. ცნობისთვის, WhatsApp-ი უფასო აპლიკაციაა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის და ვიდეო/აუდიო კომუნიკაციას ახორციელებს. აპლიკაციის მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)