2017-01-05 08:37:14, 2317 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.6692 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.6692 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6478 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0214 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.7858 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.7553 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0305 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ლარი დღეს ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან