11:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-04 13:24:52, 2237 ნახვა

მსოფლიო
თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ფოტო და ვიდეო გაავრცელეს

თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ფოტო და ვიდეო გაავრცელეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუ როდის და სად არის გადაღებული კადრები.

როგორც BBC წერს, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ღამის კლუბზე თავდასხმასთან დაკავშირებით ამ დროისთვის 12 ეჭვმიტანილი დააკავეს. თურქეთის ვიცე-პრემიერის ნუმან ქურთულმუშის განცხადებით, პოლიციას თავდამსხმელის თითის ანაბეჭდები აქვს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, თავდასხმელი შესაძლოა უზბეკეთის ან ყირგიზეთის მკვიდრი იყოს.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს, დაკავშირებულია თუ არა კლუბზე თავდამსხმელი  ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმასთან. ორივე თავდასხმაზე პასუხისმგელობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ცნობისთვის, თავდამსხმელი კლუბთან ტაქსით მივიდა, შემდეგ კი ავტომატი მანქანის საბარგულიდან ამოიღო. მან შესასვლელში მდგარი პოლიციელი და ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი მოკლა, რის შემდეგაც შენობაში შევიდა. თავდამსხმელი დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში ისროდა, რა დროსაც 100-ზე მეტი გასროლა განახორციელა. მოგვიანებით კი ტანსაცმელი გამოიცვალა და მიიმალა.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმრავლესობას უცხოელები წარმოადგენენ. დაღუპულთა შორის არიან თურქეთის 11 მოქალაქე, საუდის არაბეთის 7 მოქალაქე, ერაყის 3 მოქალაქე, ლიბანის 3 მოქალაქე,იორდანიის 2 მოქალაქე, ინდოეთის 2 მოქალაქე და მაროკოს 2 მოქალაქე, ასევე გერმანიის, სირიის, ტუნისის, ბელგიის, ქუვეითის, კანადისა და რუსეთის  მოქალაქეები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics