|
2016-12-31 18:23:29, 2802 ნახვა
ეკონომიკა
2016 წლის „ანტიგმირი“ და ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში
ციფრებისა და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2016 წელი ქართული ეკონომიკისთვის წარმატებული არ ყოფილა. რამდენიმე მიმართულებით არსებული პროგრესის მიუხედავად, ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი ეკონომიკური გამოწვევები კვლავ დასაძლევი და გადასაჭრელია. ქართველი და უცხოელი ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის წინაშე მდგარ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება გაუჭირდება. "ექსპრესნიუსი" შეეცადა, მოკლედ მიმოეხილა ყველა ის ძირითადი პროცესი, რამაც ქართულ ეკონომიკაზე 2016 წელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. 3%-ზე დაბალი ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის შემცირება 8%-ით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ეს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის არასრული ჩამონათვალია. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთავრობის მიერ ბიუჯეტით დაგეგმილ 3%-ზე დაბალია. საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკური ზრდა - 2.3% იყო. ექსპერტები პესიმისტურად უყურებენ ასევე, საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და უმუშევრობის შემცირების პერსპექტივებს. უფრო დეტალური შეფასებისთვის, „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძეს დავუკავშირდით.
"ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი მეტყველებს, რომელიც დაბალია და შეიძლება კიდევ უფრო მცირე იყოს, ვიდრე პროგნოზირებდნენ. მთალიანობაში, ეს წელი ეკონომიკურად საკმაოდ რთული იყო, რაც საარჩევნო წლებისთვის დამახასიათებელია, რადგან მეტი საცოალური დანახარჯი აქვს მთავრობას. ამას, რა თქმა უნდა ლარის საკითხიც ემატება. საბოლოო ჯამში წელს დაფიქსირდა ლარის ისტორიულად ყველაზე დაბალი კურსი. ლარის კურსი ყოველთვის კარგად აჩვენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობს. ვფიქრობ, რომ ეს წელიც შეიძლება იყოს კარგი გაკვეთილი მთავრობისთვის, თუ რა უნდა და რა არ უნდა გაკეთდეს. იმედია, მთავრობა უფრო მეტ ყურადრებას გაამახვილებს იმაზე, რასაც ხმამაღლად აცხადებს. მაგალითად, რომ ბიუჯეტი დაგეგმილია ინფრასტრუქტურულ პროეტებზე, ეკონომიკურ ზრდაზე. მე იმედს ვიტოვებ, რომ ასეც იქნება და მომავალი წელი უფრო უკეთესი იქნება", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ. აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა უმრავლესობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საგარეო ვალის ზრდას ვარაუდობს. ზოგადად, როგორც ეკონომიკური მოდერნიზაციის ბევრი კვლევა გვეუბნება, განვითარებად ქვეყნებში საგარეო ვალის ზრდა დრამატული მოვლენა არ არის, თუ მას თან ახლავს ეკონომიკურ ზრდის პროცესი და ნასესხები ფული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარებისთვის გონივრულადაა გამოყენებული. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, არ არის ბოლომდე ნათელი, ხდება თუ არა აღებული ვალის სწორი ინვესტირება და რამდენად დაბალანსებულია ვალის ზრდა შესაბამისი ეკონომიკური ზრდის ტემპით. მაგალითისთვის, ოპოზიცია ხშირად აცხადებს, რომ მთავრობა საგარეო ვალს არასწორად იყენებს, თუნდაც ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად ან სოციალურ და ჯანდაცვის სექტორში ინვესტირებისთვის. გარდა ამისა, მაშინაც კი, თუ ეკონომიკური ზრდა 3-4% იქნება, როგორც ესექსპერტთა უმრავლესობა ვარაუდობს, ეს ალბათ არ იქნება საკმარისი საგარეო ვალის ზრდის დასაბალანსებლად. ექსპერტები მმართველ გუნდს განცხადებულ „ლარიზაციის" პოლიტიკაზე უარის თქმას ურჩევენ. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2016 წელს 2,7%-ით შეაფასა, ინფლაციის დონე კი 2%-ით. რაც შეეხება 2017 წელს, მომავალი ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 4%-ია. "საქართელოს ეკონომიკა განაგრძობს გარე შოკის შემდეგ აღდგენას, თუმცა უფრო დაბალი ტემპებით, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. მშპ-ს რეალური ზრდა 2016 წლისთვის ახლა შეფასებულია 2,7%-ით, 2 %-იანი ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით. 2017 წლისთვის, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ინვესტიციების მხარდაჭერით 4%-მდე გაიზრდება, ინფლაციის დონე კი 3%-ია მოსალოდნელი", - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მიზნად ამბიციური ინფრასტრუქტურული პროგრამის განხორციელებას ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებისთვის და ამავე დროს საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებას ისახავს. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დასტაბილურებაა. წლის „ანტიგმირმა“ გაუფასურება ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. შედეგად, დიდი წნეხის ქვეშ მოჰყვა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ხელფასს ეროვნულ ვალუტაში იღებს, მაგრამ კრედიტების გადახდა დოლარში უწევს. ქართველი ექპერტების ნაწილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს ლარის სტაბილიზებას, ხოლო ნაწილს მიაჩნია, რომ ლარის სტაბილიზება მთავრობის მიერ „ნაწილობრივ შესაძლოა”. მიმდინარე წელს, პირველი ისტორიული ანტირეკორდი თებერვალში დამყარდა, როდესაც ლარმა 2.50-იან ნიშნულს მიაღწია. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ლარმა გაუფასურება შეწყვიტა და დოლართან მიმართებაში გამყარება დაიწყო. ზაფხულის დასაწყისში კურსი 2.13-მდეც კი იყო ჩამოსული, რაც ტურისტული სეზონის მოსვლით და დოლარის ხარჯვით იყო განპირობებული. ამის მიუხედავად, სექტემბერში კრიზისის მეორე ფაზა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. არჩევნებამდე, გაუფასურების ტემპის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა თვენახევრის განმავლობაში, რეზერვებიდან 180 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგი ამ ნაბიჯს არ მოჰყოლია. 9 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ფასი 2.45 ლარი იყო, დეკემბერში კი, მორიგი ისტორიული ანტირეკორდი დაფიქსირდა და ლარის ნიშნულმა 2.75-ს მიაღწია. 2013 წელთან შედარებით, ლარსი კურსი დაახლოებით 52%-ითაა გაუფასურებული. 2016 წლის 19 დეკემბრის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი სავაჭრო ჯიხურებში 2.80 ლარი ღირდა, რაც კიდევ ერთ ანტირეკორდად მიიჩნეოდა.
"მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, ეკონომიკური ზრდის ტემპი - 2.5%-ია, რაც ძალიან დაბალ მაჩვენებლად ითვლება. საქართველოში ეკონომიკა ფაქტიურად არ განვითარებულა მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას უფრო ოპტიმისტური პროგნოზი ჰქონდა. ბოლო 4 წელიწადია მთავრობის ეკონომიკური პროგნოზები ტრადიციულად არ მართლდება. ეს ეკონომიკური წელი, ლარის გაცვლითი კურსისთვისაც საკმოდ დრამატული იყო. ამას თავის ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ჩვენ საგარეო ვალების მოსტუმრება შეგვეძლო და ამის გამო ლარი უფასურდებოდა, მაგრამ ამას ემატება მთელი რიგი ფაქტორები, რაც მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას და ეროვნული ბანკის მოქმედებებს უკავშირდება", - აღნიშნა ცომაიამ. მისივე თქმით, საქართველოსთვის, ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და ინვესტორების ნდობის გაძლიერება. ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გამოყენებით ქართული ექსპორტისთვის ბაზრების დივერსიფიკაცია. "მთავრობამ თავისი ქმედებებით მომავალ წელში რისკები უკვე წინასწარ ჩადო, რომელიც ინფლაციასთან და მოლოდინებთან იქნება დაკავშირებული. მთავრობამ სცადა ესტონური მოდელის გამოყენება, მაგრამ ეს მოდელი ნიშნავს, არა მხოლოდ გადასახადის შემცირებას, არამედ ხარჯების შეკვეცასაც. ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადი დრამატული შეცდომა, რაც საქართველოს მთავრობამ დაუშვა ამ წლის განმავლობაში. აქცენტი უნდა იყოს გადატანილი ინვესტიციების მოზიდვაზე, სწორედ აქ გვჭირდება მთავრობა. უნდა მოახდინონ მობილიზება თავიანთი რესურსების. უნდა შექმნან ისეთი პროექტები, რომელბიც საქართველოში შეიძლება განვითარდეს და ეს ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე გაგვიყვანს", - განაცხადა აკაკი ცომაიამ. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, 2016 წლის განმავლობაში, საქართველომ სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგსა და კვლევაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. აღნიშნული შედეგები ქვეყანას პირველ რიგში უცხოელი ინვესტორების დაინტერესებში შეუწყობს ხელს. ბიზნესის კეთების ინდექსის ახალი ანგარიშის (DOING BUSINESS 2017) მიხედვით, საქართველომ მდგომაროება შვიდი პოზიციით გაიუმჯობესა და 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადიანაცვლა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი კიდევ ერთი საერთაშორისო რეიტინგია, სადაც საქართველომ 7 საფეხურით მიაღწია პროგრესს და 59-ე ადგილზე გადავიდა. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 2017 წლისათვის ქვეყნის ეკონომიკის 3,9%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც 2016 მაჩვენებელზე მაღალია და ის საპროგნოზოდ კიდევ უფრო გაიზრდება. საბოლოო ჯამში, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური ზრდის ამ ტემპით, საქართველო საშუალო ევროპული ქვეყნის მაჩვენებელს შეიძლება 50 წელშიც ვერ დაეწიოს, თუმცა ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ მთავრობა წლევანდელ გამოცდილებას 2017 წლისთვის კარგად გამოიყენებს, რადგან ქვეყნის განვითარება არა ფორმალურ დოკუმენტზეა დამოკიდებულია, არამედ მთავრობის გეგმებზე და ყოველდღიურ საქმიანობაზე.
ბელა არუთინოვი
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


მისი შეფასებით, 2016 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთული იყო.
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, აკაკი ცომაიამ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ცდილობდნენ მოსახლეობის დარწუნებას, თითქოს ლარის გაუფასურება დიდწილად საგარეო ფაქტორებით იყო განპირობებული და ქვეყნის ეკონომიკურ სიმყარეს არაფერი ემუქრებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)