|
2016-12-31 13:57:54, 1246 ნახვა
სამხედრო
23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა მომზადების ბოლო ფაზა დასრულდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლების დასკვნით ფაზაზე გადავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების ფარგლებში, დღეს ქვედანაყოფმა ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია ასეულის შემადგენლობით განახორციელა. „სწავლებისას გამოყენებული იყო ამერიკული სპეციალური დანიშნულების მანქანები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება. საველე სწავლების დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთბის, სამედიცინო ევაკუაციის, კონტაქტზე რეაგირებისა და სხვა სამხედრო ტიპის ამოცანა შესრულდა. სწავლებაში 150-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის, ამერიკელი საზღვაო ქვეითები“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში. გადასროლისწინა მომზადება სულ ოთხ ფაზადაა დაყოფილი. I ფაზაზე სამხედროების ინდივიდუალური მომზადება ხორციელდება. II ფაზაზე ამოცანები ათეულის შემადგენლობით, III ფაზის განმავლობაში ოცეულის, ხოლო IV ფაზაზე ასეულის და ბატალიონის შემადგენლობით ხორციელდება. 23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ტარდება. საველე სწავლებები რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)