2016-12-30 21:31:32, 1503 ნახვა
საზოგადოება
ქავთარაძის ქუჩაზე ჩეჩენი მამაკაცი მოკლეს
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ჩეჩენი მამაკაცი, რომელსაც საცხოვრებელ კომპლექს "დრიმ თაუნის" მე-16 სართულზე სნაიპერმა ესროლა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარებას გულისხმობს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან