|
2016-12-30 17:36:33, 3259 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, აშშ-ის დიპლომატებს რუსეთიდან არ გააძევებენ
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევებასა და ახალ სანქციებს, სიმეტრიულად არ უპასუხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, შესაბამისი ზომების ამოქმედება რუსეთის პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შესთავაზა. თუმცა ვლადიმერ პუტინის თქმით, ის ამერიკელ დიპლომატებს პრობლემებს არ შეუმქნის. “ჩვენ არ შევუქმნით პრობლემებს ამერიკელ დიპლომატებს. ჩვენ არავის გავაძევებთ. ჩვენ არ ავუკრძალავთ მათ ოჯახებსა და შვილებს ახალ წელს მათთვის ჩვეული დასვენების ადგილების გამოყენებას. მეტიც, რუსეთში აკრედიტებული ყველა ამერიკელი დიპლომატის შვილებს ვეპატიჟები კრემლში საახალწლო და საშობაო ნაძვის ხეზე”, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ყველანაირი საფუძველი აქვს, აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევებას ადეკვატურად უპასუხოს, თუმცა მისივე განმარტებით, მას “სამზარეულოს დიპლომატიის” დონეზე დაცემა არ სურს. “სამწუხაროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობას ამგვარად ამთავრებს”, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპსა და აშშ-ის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა. შეგახსენებთ, რომ თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუს დიპლომატს აძევებს.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)