2016-12-30 16:50:14, 2305 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროს შემთხვევაში კი გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6468 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.6562 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0094 ლარი შედგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 2.7940 ლარი იქნება, ხოლო დღეს მისი ღირებულება 2.7821 ლარს შეადგენს.
შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0119 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან