14:23 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 15:35:12, 1131 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ართვინის გუბერნატორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ართვინის გუბერნატორს, ბატონ ომერ დოღანაის შეხვდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი დაესწრო.

რეგიონის პირველმა პირმა ართვინის ახალ გუბერნატორს თანამდებობაზე დანიშვნა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. საუბრისას ზურაბ პატარაძემ ომერ დოღანაის რეგიონის ეკონომიკა, კულტურა და ტურისტული პოტენციალი გააცნო და თურქეთ-საქართველოს მეგობრობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ასევე მიმოიხილეს ის ერთობლივი პროექტები, რომლებსაც აჭარის რეგიონის ხელისუფლება თურქეთის სახელმწიფოსთან და ქვეყნის სხვადასხვა გუბერნიასთან მეგობრობის და ხელშეწყობის ფარგლებში ახორციელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას და ორ მეზობელ რეგიონს შორის ურთიერთობა, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური თუ კულტურულ-ჰუმანიტარული. არაერთი საკითხი განვიხილეთ დღეს გუბერნატორთან ერთად. რა თქმა უნდა შევეხეთ სარფის გამშვებ პუნქტსაც. იქ დაგეგმილია ღონისძიებები. დაახლოებით 12 თვე დასჭირდება რეაბილიტაციას. მაქსიმალურად ვცდილობთ არ მოხდეს სარფის საბაჟოს გადატვირთვა, ეს არის ახლა პრიორიტეტი. განვიხილეთ ბათუმის აეროპორტის უფრო მეტად დატვირთვის საკითხიც. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. დაისახა მომავალი გეგმები. გვსურს მომავალში გაიმართოს საქმიანი შეხვედრები საქმიან წრეებს შორის. გვექნება შეხვედრები მაღალმთიან აჭარასთან დაკავშირებითაც. არაერთი საინტერესი პროექტი ხორციელდება თურქეთთან მიმართებით და ვფიქრობ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ შეხვედრის დასრულებისას.

შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტუმრებთან ერთად ევროპის მოედანს ეწვია, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ეზო დაათვალიერა.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics