04:10 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 13:22:08, 1090 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ქობულეთის შემოვლითი გზის ახალი გვირაბი დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ირაკლი ხერგიანთან ერთად ქობულეთის შემოვლითი გზის ახალი გვირაბი  დაათვალიერა.

აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე 295 მეტრიანი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა ახალი ავსტრიული მეთოდით მიმდინარეობს, რაც გვირაბის მშენებლობას ოპტიმალური სამაგრის შერჩევით ითვალისწინებს. სუსტი გრუნტის შემთხვევაში, ახალი ავსტრიული მეთოდის გამოყენებით, ხდება დროებითი სამაგრების მოწყობა, რომელიც ზუსტად აჩვენებს დეფორმაციის კუთხეებს და შესაძლებლობას იძლევა  საბოლოო სამაგრების მშენებლობამდე მოხდეს კორექტირება. ეს მეთოდი მსოფლიოს მრავალ, განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული.

ქობულეთის შემოვლითი გზის მე–2 ლოტზე სულ 2 გვირაბი შენდება. ამ ეტაპზე, პირველი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, 18 კილომეტრიან მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 15 ხიდის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ჩვენს რეგიონში. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ეს პროექტი. თქვენ იცით, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე გაიხსნება ეს გზაც, რაც ხალხს საშუალებას მისცემს სრულფასოვნად იმოძრაოს და არ მოუწიოს ქობულეთის სანაპირო ზოლის გავლა. ეს არის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ტურიზმის ხელშეწყობა, რადგან გაიზრდება მგზავრების ნაკადი. ქუთაისის აეროპორტიდან ერთ საათში იქნება შესაძლებელი ბათუმში ჩამოსვლა. ჩოლოქიდან ბათუმამდე 10-15 წუთიც კი საკმარისი იქნება. ამ პროექტის განხორციელებისთვის 350 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ქობულეთი-ბათუმის მონაკვეთზე უკვე აგებულია 15 ხიდი. მეორე გვირაბი ფაქტიურად უკვე სრულდება. ამ მონაკვეთზე ორი გვირაბი გვექნება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ტურიზმის პოტენციალის გაზრდას“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი  ღირებულება 209 მილიონი ლარია.​

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics