01:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 13:06:08, 989 ნახვა

საზოგადოება
N5 დაწელებულებაში საახალწლო კონცერტი გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში „ქუჩის ბიჭებმა“ და ზურაბ დოიჯაშვილმა წინა საახალწლოდ კონცერტი გამართეს.

მომღერლებმა საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილი ჰიტები შეასრულეს და მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ღონისძიებაზე მსჯავრდებულებმა ზურაბ დოიჯაშვილთან ერთად მუსიკალური ნომერიც შეასრულეს.

მომღერალმა ზურაბ ხაჩიძემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კონცერტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

,,სურვილი გვქონდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად გაგვეკეთებინა ერთობლივი ღონისძიება და წინასწარ მიგველოცა მსჯავრდებულებისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი, სიმღერით გამოგვეხატა მათდამი დამოკიდებულება და სიყვარული. მინდა სამინისტროს კონცერტის ორგანიზებისთვის მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა ზურაბ ხაჩიძემ.

N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს მსჯავრდებულების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

წინა საახალწო ღონისძიება N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics