13:23 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 13:01:34, 1120 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები შეაჯამა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები მოკლედ შეაჯამა.

სერგეენკოს თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და ხარისხი გაიზარდა, თუმცა მომსახურების ფასი კვლავ პრობლემად რჩება:

„ჩვენი პირველი ამოცანა 2013 წლის დადგომისას იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის, ვისაც საერთოდ არ შეეძლო ექიმთან მისვლა, ან თუ მივიდოდა ვალებით ახერხებდა მხოლოდ გადაუდებელ რაღაცებს, სასწრაფოდ მოგვეგვარებინა ეს. ზოგადად, ჯანდაცვა სამ საყრდენზე დგას, ეს არის მიწვდომადობა, ხარისხი, ფასი. ჩვენი მიმდინარე და მთავარი პრიორიტეტებია აქცენტირება ხარისხზე და ღირებულებაზე. ხარისხი მრავალკომპონენტიანი სისტემაა და უკეთესი მომსახურების მიღებას გულისხმობს. რაც შეეხება ფასს, ეს არის ყველაზე დიდი დარჩენილი ბარიერი, რაც დარჩენილია მოსახლეობისთვის. ეს არის ჩვენი რეფორმების მოკლე აღწერა“,- აღნიშნა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics