|
2016-12-29 12:35:05, 1610 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნიკა გვარამიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ს ფინანსური პრობლემები აქვს
"რუსთავი 2"-ში გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და ტელევიზიისთვის ყადაღის მოხსნა მოითხოვა. გვარამიას თქმით, უზენაესმა სასამართლომ ვერ გამონახა დრო, "რუსთავი 2"-თვის ყადაღის მოხსნის საკითხზე სასამართლო პროცესის დასრულებამდე ემსჯელა. "მთელი წელიწადნახევარი გავიდა, რაც „რუსთავი 2“-ის და „TV საქართველოს“ მთელ ქონებას ადევს ყადაღა. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას მივმართოთ ნებისმიერ საბანკო თუ საფინანსო ინსტიტუციას ოვერდრაფტისთვის, სესხისთვის და ასე შემდეგ. რასაც აკეთებს ყველა ტელევიზია, არამედ ყველა ნორმალური, ჯანსაღი ბიზნესი მსოფლიოში. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად არც ერთი დღით არ დაგვიგვიანია ხელფასის გაცემა. სამწუხაროდ, ვაგვიანებთ პერიოდულად ჩვენი ვალდებულებების შესრულებას ჩვენი კრედიტორების წინაშე და ახლა უკვე დადგა ის მომენტი, როდესაც ვაგვიანებთ ჩვენი საგადასახადო ტვირთის აღსრულებას. უკვე ერთი თვეა, რაც „რუსთავი 2“-მა ვერ შეძლო დეკლარირებული გადასახადის სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხვა. ერთი თვე საგადასახადო სამსახურმა გვადროვა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას, რომ გაგებით მოეკიდა ჩვენს მძიმე სიტუაციას. მაგრამ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ სიტუაციაში, მათ შორის, სახელმწიფოს წინაშე ჩვენი ვალდებულებების შეუსრულებლობა მთლიანად არის გამოწვეული უკანონო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი ამგვარი გადაწყვეტილებით, იმ ბრძოლის ბრალია, რომელსაც ჩვენს წინაააღმდეგ უკანონოდ აწარმოებს ქართული სახლმწიფო, რაშიც სამწუხაროდ ჩართულია სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, უზენაესმა სასამართლომ ვერ გამონახა დრო, რომ ემსჯელა ჩვენს შუამდგომლობაზე, ვიდრე საქმე დასრულდებოდა, ყადაღა მოხსნილიყო, რომ ჩვენ შეგვძლებოდა გამართულად ფინანსური ოპერირება. დღეს უკვე მივედით ამ მდგომარეობამდე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შიდა ვალდებულებების გასტუმრება, მაგრამ უკვე გვიდგას პრობლემა გარე ვალდებულებების გასტუმრების და მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების გასტუმრების. აუცილებლად დავდგებით იმ მომენტის წინაშე, როდესაც ჩვენ გვექნება პრობლემები შიდა ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებითაც, იმდენად, რამდენაც ჩვენ ვფუნქციონირებთ როგორც ალყაშემორტყმული ციხესიმაგრე. ჩვენთვის შეუძლებელია ის, რაც ყველა ჩვენი კონკურენტისთვის, რომელიც ჩვენსავით საკუთარი შემოსავლებით კი არ ცხოვრობს, არამედ დამფუძნებლების, დონაციებით, ფინანსური დახმარებით და ასე შემდეგ, მათთვისაც კი საჭიროა საბანკო ინსტიტუციებს მიმართონ და არა მხოლოდ მათთვის, იმ ბიზნესებითვის, რომელიც ყველაზე შემოსავლიანია საქართველოში, განსხვავებით ტელევიზიისგან, რომლის სარეკლამო ბაზარიც ამ ხელისუფლების მეცადინეობით ძალიან, ძალიან დაზიანებული და შემცირებულია", - აღნიშნა გვარამიამ. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2"-ს თავი უნდა დაანებონ. "მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას, დაანებეთ „რუსთავი 2“-ს თავი. გადაწყვიტეთ მისი საქმე ობიექტურად, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, მოხსენით ყადაღა, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ შეუძლებელი გახდეს ჩვენი ფინანსური საქმიანობა ისე, როგორც ეს შეეფერება ამხელა კომპანიას. ჩვენ ძალიან მაღალბიუჯეტიანი კომპანია ვართ, რომელიც ასაქმებს 1000-მდე ადამიანს. ეს არის 1000 დასაქმებული ოჯახი საქართველოსი. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მათ შორის, საგადასახადო სამსახურსაც. ჩვენ ვერ შევასრულებთ როგორც ჩანს საგადასახადო ვალდებულებებს, ვიდრე ეს დავა არ მორჩება, ან მანამდე წინმსწრებად არ მოეხსნება ჩვენს ქონებას ყადაღა. ჩვენი საკუთრებისთვის საინკასო დავალების დადება, ჩვენი ანგარიშებისთვის საინკასო დავალების დადება, სადაგასახადო სამსახურის მიერ იქნება ჩვენი ფინანსახლა მისი გადაური მკვლელობა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)