05:40 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 12:05:19, 2075 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერმა შემაჯამებელ სიტყვაში, ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება

პრემიერის განცხადებით, სივრცითი რეფორმის ფარგლებში მომზადდა ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ აღარ მოხდება ქაოტური განაშენიანება.

მისი თქმით, სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რასაც ხელს შეუწყობს ახალი აეროპორტების მშენებლობა. „ამბროლაურის აეროდრომი უახლოეს დღეებში გაიხსნება, რომლის მშენებლობაც 2016 წლის სექტემბერში დაიწყო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა, ასევე, ისაუბრა კურორტების განვითარების გეგმაზე:

„ჩვენ სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ ტრადიციულ კურორტებს. ბაკურიანსა და გუდაურში ახალი საბაგიროები, ახალი ტრასები, წყალმომარაგების სისტემები და ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს და მათ გარშემო ძალიან დიდი რადიუსით, იძლევა ადამიანების დასაქმების საშუალებას. ეს არის ახალი შემოსავლები ქვეყანაში და ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვისთვის, არამედ ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვისთვისაც. ასევე, ვავითარებთ ახალ კურორტებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის თეთნულდი და გოდერძის კურორტი, ასევე სხვა კურორტები. ამ პროექტებს კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯის ჩამოყალიბებისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, ისაუბრა საგზაო მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„2017 წელს დასრულდება აგარა-ზემო ოსიაურის და ზესტაფონი-ქუთაისის, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა. 2017 წელს დაიწყება სამუშაოები შემდეგ ძირითად მონაკვეთებზე - ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი, სამტრედია-გრიგოლეთი, ბათუმის შემოვლითი, ხულო-ზარზმა, ბაღდათი-აბასთუმანი, ზემო იმერეთი-რაჭა, თუშეთის და ხევსურეთის გზები; დევდორაკის გვირაბი", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics