|
2016-12-29 10:57:03, 2200 ნახვა
ეკონომიკა
მედისონ ჰოლდინგი - პროგრესი ქართულ მედიცინაში
სამედიცინო სფეროში მაღალი დონის მომსახურების დანერგვის სურვილი და რეალური შესაძლებლობა გახდა მიზეზი, რის გამოც მომავალმა პარტნიორებმა სოლიდური ინვესტიცია განახორციელეს და სამედიცინო მომსახურების ოცწლიანი ისტორიის მქონე პროფილაქტიკური ცენტრები შეიძინეს. რამდენიმე ათეულ ათას კვადრატულ მეტრზე აგებული შენობები თითქმის ამორტიზებული, თანამედროვე სტანდარტებისგან შორს მყოფი სამედიცინო ინვენტარით იყო აღჭურვილი. აუცილებელი გახდა დამატებითი სახსრების მოძიება, რასაც დამფუძნებლები თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის შექმნისთვის გამოიყენებდნენ. საჭირო თანხის სოლიდურობიდან გამომდინარე, დამფუძნებლებისთვის მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობა ბანკთან, რომელიც მათ მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებდა. ტერაბანკი აღმოჩნდა კომპანიის რჩეული. „ტერაბანკი ყველაზე კარგად მოერგო ჩვენი ბიზნესის მოთხოვნებს. პარტნიორული დამოკიდებულება და ინდივიდუალური მიდგომა არის ის, რის გამოც დღემდე წარმატებით ვთანამშრომლობთ,“ - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ვლადიმერ (კახა) ბაკურაძე. დღეისათვის კომპანია „მედისონ ჰოლდინგი“ სამი ფილიალისგან შედგება; ვაჟა ფშაველას 83/11, გობრონიძის ქ. 27 და კალოუბნის ქ. 12 მდებარე სამედიცინო ცენტრები მომხმარებლებს მაღალტექნოლოგიურ ამბულატორიულ, ლაბორატორიულ და სტაციონარულ მომსახურებებებს სთავაზობს. ჰოლდინგის მფლობელობაშია ასავე სტომატოლოგიური კლინიკა „მედისონ დენტი“ და რამდენიმე შვილობილი კომპანია, მათ შორის, „კარდიო-რეაბილიტაციის ცენტრი“, „მედისონის თვალის კლინიკა“ და ,,პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი“, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით ერთადერთია, სადაც უნიკალური DNA სკანერის საშუალებით შესაძლებელია მოსალოდნელი დაავადებების პროგნოზირება და პრევენცია. საქმიანობის დაწყებიდან 3 წლის თავზე მედისონ ჰოლდინგი 150 000-მდე ბენეფიციარს ითვლის, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 500 თანამშრომელს აჭარბებს. „ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა. ჩვენი ყველა კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რაც განსაკუთრებულ პირობებს ქმნის ჩვენი მომხმარებლებისთვის. მომავალში ვგეგმავთ სააფთიაქო ქსელის „მედისონ ფარმას“ განვითარებას. როგორც ყველა განვლილ ეტაპზე, ჩვენი ბიზნესის განვითარების და სააფთიაქო ქსელის შექმნის ეტაპზეც აუცილებლად ტერაბანკთან ვითანამშრომლებთ,” - აცხადებს ვლადიმერ (კახა) ბაკურაძე.
(R)
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)