05:21 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 23:33:02, 1310 ნახვა

საზოგადოება
კახიშვილი: რაღაც ტიპის ხარჯვაზე უარს ვიტყვით, მაგრამ ეს თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაზე არ აისახება

რაღაც ტიპის ხარჯვაზე უარს ვიტყვით, რადგან ბიუჯეტი 14 მილიონით შეგვიმცირდა, მაგრამ ეს თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაზე არ აისახება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ბიუჯეტის ოპტიმიზაცია საკადრო პოლიტიკაზე არ აისახება. მისივე თქმით, სამინისტროს თანამშრომლებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. მთავარია, "კეთილსინდისიერად იმუშაონ".

„მინდა, საქართველოს მთავრობას მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ მართალია, ბიუჯეტი შეგვიმცირდა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ იყო, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია მაინცდამაინც საკადრო რესურსზე გადასულიყო. რა თქმა უნდა, რაღაც ტიპის ხარჯვაზე უარს ვიტყვით, რადგან ბიუჯეტი 14 მილიონით შეგვიმცირდა, მაგრამ ეს თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაზე არ აისახება. ჩემი თანამშრომლების გასაგონადაც მინდა ვთქვა, რომ მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. მთავარია, კეთილსინდისიერად იმუშაონ “, - განაცხადა კახა კახიშვილმა. 

ამავე თემაზე: კახა კახიშვილი: ვცდილობთ, შევქმნათ სისტემა, რომლის მართვაც ერთი ადამიანის ნებაზე და ხასიათზე დამოკიდებული არ იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics