|
2016-12-28 17:43:19, 2158 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია საინჟინრო კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ადგილობრივი საინჟინრო კონკურსის გამარჯვებული ორი ქართველი მოსწავლე აშშ-ში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ,,გლობალური ინჟინერიის აკადემიის’’ ერთკვირიან პროგრამაში. ალექსანდრე ხოხიაშვილს და ანი შუბლაძეს დღეს ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა და მათ მიერ შექმნილ საინჟინრო პროექტებს გაეცნო. გიორგი გახარიამ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და სერტიფიკატები გადასცა. მოსწავლეებთან შეხვედრას ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ. ალექსანდრე ხოხიაშვილი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 119-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, ხოლო ასევე მე-11 კლასელი ანა შუბლაძე ბათუმის საერო ელიტარულ სკოლა „გორდაში“ სწავლობს. ხოხიაშვილი ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ინოვაციების კონკურსის მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრია (პროექტი „პროცესორიდან ნეირონამდე“), ხოლო შუბლაძე - ლეონარდო და ვინჩის კონკურსის ფინალისტია (პროექტი „გაჟონვის აღმკვეთი მოდული“). „ჩემს მეგობრებთან ერთად გავაკეთეთ პროექტი „პროცესორიდან ნეიორონამდე.“ ეს არის ძალიან მარტივ დონეზე აწყობილი სისტემა, რომელსაც პროგრამის დაწერის ნაცვლად ნებისმიერი მოწყობილობის თუ რობოტის ამუშავება შეუძლია სწავლების პროცესით. სწავლებაში იგულისხმება, რომ ადამიანი უნდა დაჯდეს და პროგრამის დაწერის ნაცვლად, მოწყობილობას ასწავლოს, რა დროს როგორ უნდა იმოქმედოს“ - განაცხადა ალექსანდრე ხოხიაშვილმა. ანა შუბლაძის თქმით, მისი პროექტი „გაჟონვის აღმკვეთი მოდული“ საკმაოდ პრაქტიკული საჭიროებისაა და სხვადასხვა მილსადენებში ავარიული დაზიანების დროს უზრუნველყოფს დანაკარგის მაქსიმალურად შემცირებას. „გაჟონვის აღმკვეთი მოდული შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ, სითხეგამტარ ან აირგამტარ მილში და უზრუნველყოს ავარიის შემთხვევაში გაჟონვის მაქსიმალური აღკვეთა და დანაკარგის აღმოფხვრა“ - აღნიშნა ანა შუბლაძემ. აშშ-ში ქართველ მოსწავლეებს უნიკალური საშუალება მიეცემათ გაიცნონ ტექნიკურ მეცნიერებებში მსოფლიოში აღიარებული პროფესორები და გაიზიარონ მათი გამოცდილება, ამასთან ერთად წარმოადგინონ საქართველო და საკუთარი საინჟინრო პროექტები. როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, საქართველოსათვის ძალზედ მნიშვნელოვანია სამეცნიერო, საინჟინრო, ტექნოლოგიების მიმართულების (STEM) განვითარება. ეს არის მომავალი პროფესიები, რაზე მოთხოვნაც არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში იზრდება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო კვლავ განაგრძობს STEM-ის მიმართულების წახალისებას და მათში ახალგაზრდების ჩართვას.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)