2016-12-28 16:50:18, 2273 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6441 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6683 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0242 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.7596 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7889 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0293 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან