23:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 14:44:00, 830 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო მაცნეს 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო მაცნეს 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე განხორციელებული საქმიანობაა ასახული.

„2013 - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ოფიციალური და სანდო წყაროა, მოქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მანამდე ფასიანი სერვისი - საკანონმდებლო აქტების გაცნობა,  უფასო გახდა.

2013 - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, აღდგენილ იქნა მაცნეს სტამბა, რამაც დაინტერესებულ პირებს საშუალება მისცა ქაღალდზე და ხელმისაწვდომ ფასად გაეცნონ საკანონმდებლო აქტების ოფიციალურ და სანდო ვერსიას.

2014 - განხორციელდა მაცნეს რებრენდინგი და დაიწყო სარეკლამო კამპანია „ნუ ვარაუდობ, გადაამოწმე!“

2014 - საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზის ხმის მიცემის აპარატებში ინტეგრირდა მაცნეს სამართლებრივი ბაზა .

2015-2016 - მაცნეს ელექტრონული სერვისები შეტანილ იქნა თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების სხდომათა დარბაზებში, რომლებიც მაცნეს მიერ შესაბამისი კომპიუტერებით აღჭურვა.

2016 - საქართველოს მთავრობის სხდომათა დარბაზის კომპიუტერებში ინტეგრირდა მაცნეს სამართლებრივი ბაზა.

ელექტრონული სერვისების განვითარება ჩვენი პრიორიტეტია.

2013 - ფუნქციონირება დაიწყო მაცნეს offline საძიებო პროგრამამ, რამაც მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე პირებისათვის კანონზე წვდომა გააადვილა.

2015 - შეიქმნა მაცნეს მობილური აპლიკაცია (IOS და Android პლატფორმისთვის), რომელსაც დღეს უკვე აქტიურად იყენებს 10 000-მდე მომხმარებელი.

2016 - მაცნეს ვებგვერდს დაემატა ახალი ფუნქციები - გამოქვეყნებულ აქტებზე  მომხმარებლის მიერ კომენტარების დატოვების ფუნქცია; ე.წ. countdown; თემატური გამოწერა; რჩეული დოკუმენტების დამახსოვრების და ხშირად ნანახი აქტების საძიებო ფუნქციონალი; ონლაინ კონსულტაციის ფუნქციონალი.

2016 - შეიქმნა ელექტრონული ონლაინმაღაზია, სადაც მაცნეს სტამბაში გამოცემული კოდექსები და სხვა იურიდიული ლიტერატურა ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება.

მაცნეში ქართული კანონების ზუსტი და სანდო თარგმანები მზადდება.

2013-2014 - ამოქმედდა მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრი, სადაც დაინერგა თარგმნის მაღალი სტანდარტი  SDL Trados Studio /Multiterm კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.

2013 - მაცნეს ვებგვერდი გახდა სამენოვანი - ქართულენოვან სამართლებრივ აქტებთან ერთად მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ნახოს მათი რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი ვერსიები; ინგლისურენოვანი აქტების კონსოლიდირება მუდმივად მიმდინარეობს.

2015 – British Council-თან თანამშრომლობის შედეგად, მაცნეს 25-მა მთარგმნელმა კემბრიჯის ILEC სერთიფიკატი მოიპოვა.

დღეს, მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრის მიერ ყოველწლიურად ნათარგმნი გვერდების ოდენობა 5000-ს აღემატება“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics