|
2016-12-28 14:37:07, 897 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საქველმოქმედო გალაკონცერტის მონაწილეებს უმასპინძლეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში ფონდი „ნატვრის ხის" ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო, საქველმოქმედო გალაკონცერტის მონაწილეებს უმასპინძლეს. კონცერტი, რომლიდანაც შემოსული თანხა მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება, დღეს, 21:30 საათზე, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში კონცერტის ორგანიზატორს, მეცოსოპრანო ნინო სურგულაძეს და კონცერტის მონაწილე უცხოელ შემსრულებლებს სიტყვით მიმართა და საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მივესალმო ქალბატონ ნინოს და მადლობა ვუთხრა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სახელით, იმისთვის რასაც აკეთებს ჩვენი ბავშვებისთვის, ვისაც დახამრება სჭირდება. მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც გაერთიანდა ყველაზე მაღალი ღირებულების ჰუმანიზმის ირგვლივ და ჩამოვიდა ჩემს სამშობლოში იმისთვის, რომ დაეხმაროს ბავშვების ჯანმრთელობას. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელიც ყველაზე მაღალ ჰუმანურ ღირებულებას ემსახურებით და ამავე დროს, ჩვენ ამ სამსახურის მაგალითს გვაძლევთ. დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ეს არაჩვეულებრივი კონცერტი, რომლითაც მთელი ქართული საზოგადოება იზეიმებს ხელოვნების უნარს დაძლიოს ტკივილი, დაძლიოს ავადმყოფობა და შექმნას ჰუმანიზმის არაჩვეულებრივი პრეცედენტები. კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მადლობა ამ ნაბიჯისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)