11:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 12:34:20, 2458 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას ISIS-ის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას აქვს მტკიცებულებები, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფებებს უჭერენ მხარს, მათ შორის "ისლამურ სახელმწიფოს".

"ისინი ჩვენ "დაეშის" მხარდაჭერაში გვადანაშაულებდნენ. ახლა თავად ეხმარებიან ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის "დაეშს", სახალხო თავდაცვის რაზმებს, "დემოკრატიულ კავშირს" . ეს სავსებით აშკარაა. ჩვენ გვაქვს დადასტურებული მონაცემები ფოტოებითა და ვიდეოთი", - განაცხადა ერდოღანმა.

როგორც BBC წერს, 2015 წლის ბოლოს, თურქეთის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდების გამო რუსულ-თურქული ურთიერთობების გამწვავების პერიოდში, მოსკოვმა არაერთხელ დაადანაშაულა ანკარა და პირადად პრეზიდენტი ერდოღანი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებთან ნავთობით ვაჭრობაში. მაშინ თურქეთის ლიდერი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა და პირობა დადო, რომ თანამდებობას დატოვებდა, თუ მისი ტერორისტებთან კავშირი დადასტურდებოდა.

ცნობისთვის, აშშ-ის ეგიდით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიადარტყმებს ახორციელებს.

10 დეკემბერს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი ქურთი და არაბი მებრძოლების დასახმარებლად 200-მდე ამერიკელ სამხედროს გაგზავნიან. კარტერის ინფორმაციით, სირიაში გაგზავნიან ისნტრუქტორებს, სამხედრო მრჩევლებსა და გამნაღმველებს.

ამასთან, წინა კვირას ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრმა, თურქეთის ავიაციას სირიაში 88 მსიდობიანი მოსახლის დაღუპვაში ბრალი დასდო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics