2016-12-28 09:03:34, 2207 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.6683 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში 6-6 თეთრით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.6683 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.7302 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0619 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.7889 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.8520 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0631 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან