22:56 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 23:11:54, 888 ნახვა

სპეციალური ანონსი
28 დეკემბრის სპეციალური ანონსი

28 დეკემბერს, 10:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დასაქმების მიმართულებით ინოვაციურ მექანიზმს - შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლისთვის ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერულ დაგეგმვასა და პროფესიებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს. 
მის.: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, თბილისი (ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი)
საკ. პირი: სოფო ჭუმბურიძე - 599 120 009

28 დეკემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მე-6 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი" გაიმართება. 

28 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: შარტავას #7
საკ. პირი: ნინი მთვარაძე 598 141 151

28 დეკემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის.: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

28 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება.
მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

28 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა კომისიის 2016 წლის საქმიანობას შეაჯამებს და 2017 წლის გეგმებზე ისაუბრებს. 
მის.: ა.მიცკევიჩის N19

28 დეკემბერს, 12:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიის წარმომადგენლებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.
მის.: შალვა დადიანის ქუჩა 2/1
საკ. პირი: ბელა გომურაშვილი 599 901 408 

28 დეკემბერს, 13:00 საათზე, დედა ენის ბაღში, "ქალთა ფონდი საქართველოში" აქტივისტებთან ერთად აქციას გამართავს, წინასაახალწლოდ ხეების მასიური ჭრის და ნაგვის სეგრეგაციის თანამედროვე სისტემის არარსებობის წინააღმდეგ. 
 აქციის მონაწილეები პლასტმასის გამოყენებული ბოთლებისგან დიდ ნაძვის ხეს ააგებენ და სათამაშოებს დაამზადებენ.
საკ. ტელ: 598 212 225 

28 დეკემბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ონში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთი მხარის გუბერნატორი პარმენ მარგველაძე, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი მაირ მამედოვი ახლად აშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ და ონის ცენტრში ჩირაღდანს აანთებენ.

28 დეკემბერს, 14:45 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა განვლილი წლის შედეგების პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის.
მის.: სასტუმრო ,,თბილისი მარიოტი“

28 დეკემბერს, 15:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: ქუთაისი, დარბაზი 307

28 დეკემბერს, 16:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლოგიის მცველების" მიერ სიმბოლური აქცია - "მორთე ცოცხალი ნაძვი, შეინარჩუნე ბუნება" გაიმართება.

28 დეკემბერს, 17:45 საათზე, ”დედაენის ბაღში”, საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ მორიგ კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატებს გადასცემს. 
საკ. პირები: ვახტანგ კუპრავა 599 501 014; ლელა წიკლაური 577 745 353; ნინო ედილაშვილი 595 044 480 

28 დეკემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს და სასამართლო ინსტანციის, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტურ კორპუსს სპეციალურ ნომინაციებში დააჯილდოებს. 
მის.: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. #7 
საკ. პირი: გიორგი ზოიძე 599 291 202 

28 დეკემბერს, 18:30 საათზე, „მწერალთა სახლში“, მოთხრობების კრებულის - „მოკლული ქალების ამბების“ წარდგენა გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics