|
2016-12-27 17:41:21, 3582 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თანამდებობებზე დაინიშნენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მუშაობას შეუდგნენ. მინისტრის პირველ მოადგილედ ამავე უწყების სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე დაინიშნა. ლელა სურმანიძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 2007 წლიდან საქმიანობს. 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს. 2011 წლიდან დღემდე იყო სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი. ლელა სურმანიძე პროფესიით ექიმია, აქვს სამედიცინო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. საკადრო ცვლილება არ შეხებია მინისტრის ორ მოადგილეს, ნონა გალოგრეს და რამაზ ჯინჭარაძეს. ნონა გალოგრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ 2008 წლიდან მუშაობს, მას სახელმწიფო და კერძო სექტორში საქმიანობის 31 წლიანი გამოცდილება აქვს. რამაზ ჯინჭარაძე უწყებაში 2004 წელს დასაქმდა, მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე პირველად 2009 წელს დაინიშნა და მას შემდეგ თანამდებობა არ შეუცვლია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ოთხი მოადგილე ჰყავს. ამჟამად ვაკანტურია მინისტრის კიდევ ერთი მოადგილის პოზიცია.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)