|
2016-12-27 16:59:53, 1161 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში არსებული ურთიერთობები მიმოიხილა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმოიხილა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში არსებული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მისი თქმით მომდევნო წლების განმალობაში, ისევე როგორც გასულ პერიოდში საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება აშშ-სთან ურთიერთობა. „ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, ასევე ყველა სამთავრობო უწყებისთვის, მათ შორის საპარლამენტო მიმართულებითაც. ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ განსაკუთრებული აქტივობა გვჭირდება. უკვე გვაქვს პირველი კონტაქტები სამომავლო ადმინისტრაციის წევრებთან და ასევე პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა საქართველოს საკითხი ისევე იყოს აქტუალური ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, როგორც არის ბოლო 25 წლის მანძილზე, როცა ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებით ღრმავდებოდა", - განაცხადა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა აშშ-სთან თავდაცვის, განათლების და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. საკუთარ გამოსვლაში მიმოიხილა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობა. მისი განცხადებით საქართველოს პრიორიტეტია დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება, ისევე როგორც თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა ფორმატებში საქართველოს ტრადიციულ მეგობრებთან - აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. მინისტრმა უპრეცედენტო უწოდა მიმდინარე წელს საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს 2017 წლის განმალობაში, როდესაც აღინიშნება საქართველო-გერმანიის მეგობრობის 200 წლის იუბილე. „ამ თანამშრომლობამ გამოიღო ის შედეგი, რომ გერმანიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება როგორც შიდა პოლიტიკურ, ასევე ევროკავშირის კონტექსტში არსებულ რთული პერიოდის გათვალისწინებით0", - განაცხადა მინისტრმა. მინისტრმა ასევე გამოჰყო მიმდინარე წელს საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში ურთიერთობების გადაყვანა დიდ ბრიტანეთთან და თურქეთის რესპუბლიკასთან. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მომდევნო წელი ასევე მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)