2016-12-27 16:52:12, 2308 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში 6-6 თეთრით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში 6-6 თეთრით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6683 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.7302 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0619 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.7889 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.8520 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0631 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან