|
2016-12-27 12:30:58, 2081 ნახვა
ეკონომიკა
წარმატების ერთი წელი
პირველი ობიექტი 2015 წლის 17 დეკემბერს გაგარინის მოედანზე გახსნეს - ჯერ სულ ერთი წელი შეუსრულდათ, თუმცა უკვე ოთხ ფილიალამდე გაიზარდნენ. რესტორნების ქსელ „დე გუსტოს“ კონცეფცია თბილისში არსებული ყველა სხვა კვების ობიექტისგან განსხვავებულია. აქ შეგიძლიათ მიირთვათ უკვე მზა კერძები ძალიან სასიამოვნო გარემოში. შპს. „გურმანო“, „დე გუსტოს“ საფირმო სახელითაა ცნობილი და გემრიელი კერძების მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის სწრაფი კვების ობიექტი, სადაც მუდმივად მზა, ცხელი და ახალი კერძები გხვდებათ. შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ და შინ წაიღოთ, ან - კომფორტულ გარემოში მოკალათდეთ და ადგილზე მიირთვათ. „ჩვენი ქსელის მთავარი ნიშა ხელმისაწვდომი ფასია, რომელიც ორიენტირებულია საშუალო სეგმენტზე. მეორე ძირითადი მახასიათებელი - სისწრაფეა, ვინაიდან აქ მზად არის ყველაფერი და არ გიწევთ ლოდინი. მესამე და მთავარი - კარგი გარემოა. აქ შექმნილია ყოველდღიური ფორმატის რესტორნის ინტერიერი. „დე გუსტო“ ბაზარზე არსებული ყველა სხვა კვების ობიექტისგან ძალიან განსხვავებულია. ზოგი მხოლოდ ცომზეა ორიენტირებული, ზოგ ადგილას, კი, სადაც კერძებსაც ამზადებენ, ასეთი მყუდრო და თანამედროვე გარემო არ არის შექმნილი,“- ამბობს რესტორნის ერთ-ერთი დამფუძნებელი. „დე გუსტოს“ ქსელს 2016 წელს სამი ახალი ობიექტი დაემატა - პეკინზე, ფალიაშვილსა და აღმაშენებელზე. თუმცა კომპანია მხოლოდ ამ მიმართულებით არ გაზრდილა. „დე გუსტომ“ კორპორაციული კლიენტებიც შეიძინა და ისეთ დიდ სუპერმარკეტებს ამარაგებს პროდუქციით, როგორებიცაა „კარფური“, „ორი ნაბიჯი“ და სხვა. „თებერვალში დავიწყეთ აქტიური მუშაობა კორპორაციული შეთავაზებების თემაზე და გადავწყვიტეთ, დაფინანსებისთვის ტერაბანკისთვის მიგვემართა. კორპორაციული კლიენტების დამატების ფარგლებში იყო ერთთვიანი კონსიგნაციის პირობა და ეს პირობა დავაფინანსეთ საკრედიტო ხაზით. ვფიქრობთ, რომ დებიტორის დაფინანსება კრედიტორით სწორი ნაბიჯი იყო და მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში, სიამოვნებით მივმართავთ ტერაბანკს“. ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ უკვე შეძლო მომხმარებელში ხარისხიანისა და სტაბილურად მზარდის სტატუსი მოეპოვებინა და შეენარჩუნებინა. 2017 წელს კი პარტნიორებს კვლავ დიდი გეგმები აქვთ - „დე გუსტოს“ ქსელი დამატებით ოთხი ობიექტის გახსნასა და კორპორაციული გაყიდვების 50 %-ით გაზრდას გეგმავს.
(R)
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)