03:40 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 10:59:05, 914 ნახვა

საზოგადოება
ტურისტული სააგენტოები კურორტ „გოდერძი“-ს სტუმრობენ

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ს ტურისტულ შესაძლებლობებს ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტოს ორგანიზებით, 20-მდე სააგენტოს წარმომადგენელმა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს  და კურორტის, კოტეჯებისა და საბაგიროების მენეჯმენტთან თანამშრომლობის პირობები განიხილეს. ტუროპერატორებმა სოფელ დანისპარაულში მდებარე საოჯახო-სასტუმროს სახლებიც მოინახულეს. ინფოტური კურორტ გოდერძზე მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და კურორტ გოდერძის მენეჯმენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

სამთო-სათხილამური კურორტი გოდერძი კარგად აღჭურვილი სათხილამურო ტრასებით გამოირჩევა, რომელთა საერთო სიგრძეც 8 კილომეტრია. საბაგიროს მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრია. ამ ეტაპზე დამსვენებლებს კურორტზე 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი ემსახურება, თუმცა 2018 წლიდან ამას დაემატება ორი მაღალი კლასის სასტუმრო  „ალიანს რეზორტი“ და „ეიფორია სქაი თაუერი“. ალიანს რეზორტში, რომელიც 100 ნომრიანი იქნება საცურაო აუზები, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი მოეწყობა. რაც შეეხება ეიფორია სქაი თაუერს, რომელიც ასევე 100 ნომრიანი იქნება რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის პარალელურად დასრულდება კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. კურორტი აჭარაში გასული წლის ბოლოს ამოქმედდა და დღემდე პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics