22:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 15:50:40, 1239 ნახვა

საზოგადოება
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების 2017 წლის ტარიფების დამტკიცების შესახებ ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელა.

კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო და 0.4 კვ ძაბვის კომერციული მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა.

სს „თელასის“ საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):

0 - 101 კვტსთ და საერთო მრიცხველების მქონე მომხმარებლებისათვის- 11 თეთრი/კვტსთ;

101-301 კვტსთ-ის მომხმარებლებისათვის - 14.40 თეთრი/კვტსთ.

301 კვტსთ-ზე მეტი - 18.20 თეთრი/კვტსთ.

სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):

0 - 101 კვტსთ და საერთო მოხმარების მრიცხველების მქონე მომხმარებლებისათვის - 10.978 თეთრი/კვტსთ;

101-301 კვტსთ-ის მომხმარებლებისათვის - 14.348 თეთრი/კვტსთ;

301 კვტსთ-ზე მეტი - 18.178 თეთრი/კვტსთ.

გარდა ამისა, 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ დაადგინა სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიასათვის“ სამომხმარებლო ტარიფები110-35;10-6-3.3. კვ-ზე და განაწილებისა და გატარების ტარიფები:

სს „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფი მაღალ ძაბვაზე 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):

110-35 კვ - 12.324 თეთრი/კვტსთ;

10-6-3.3 კვ - 12.981 თეთრი/კვტსთ;

0.4 კვ - 16.740 თეთრი/კვტსთ.

სს „თელასის“ ელეტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):

110-35 კვ - 1.270 თეთრი/კვტსთ;

10-6-3.3 კვ - 1.927 თეთრი/კვტსთ;

0.4. კვ - 5.686 თეთრი/კვტსთ.

სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფები მაღალ ძაბვაზე 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):

110-35 კვ - 11.502 თეთრი/კვტსთ;

10-6-3.3 კვ - 12.681 თეთრი/კვტსთ;

0.4 კვ - 16.776 თეთრი/კვტსთ.

სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელეტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):

110-35 კვ - 1.504 თეთრი/კვტსთ;

10-6-3.3 კვ - 2.683 თეთრი/კვტსთ;

0.4.კვ - 6.778 თეთრი/კვტსთ.

ტარიფების მოქმედების ვადაა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics