|
2016-12-26 11:57:24, 961 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ანსამბლ „ბათუმის“ საიუბილეო კონცერტს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ანსამბლ „ბათუმის“ საიუბილეო კონცერტს დაესწრო, რომელიც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. კონცერტს ოფიციალურ სტუმრებთან ერთად აჭარის მთავრობისა და ქ.ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 25 წლის იუბილე ბათუმელების საყვარელმა ჯგუფმა განსაკუთრებული კონცერტით აღნიშნა. კონცერტის ფარგლებში ფოლკლორულ სიმღერებთან ერთად ანსამბლის წევრებმა ქალაქური და საესტრადო სიმღერებიც შეასრულეს. ,,მოხარული ვარ, რომ დღეს წილად მხვდა ბედნიერება დავსწრებოდი ქართული მრავალხმიანი სიმღერის ზეიმს - ანსამბლ ბათუმის საიუბილეო კონცერტს. ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრება წარმოუდგენელია ანასამბლისა და მისი შემოქმედების გარეშე. ,,ბათუმი" არა მარტო ჩვენი ქალაქის, საქართველოს სახეა. მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ რეგიონისა და ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში. ანსამბლის წევრებმა დაუღალავი, ნაყოფიერი შრომითა და ნიჭით დაიმსახურა ხალხის უზომო სიყვარული. გისურვებთ მომავალში უფრო და უფრო მეტ შემოქმედებით წარმატებას და წინსვლას", - აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ. ანსამბლ ბათუმის ვოკალური ჯგუფი 1991 წელს შეიქმნა და 9 წელი ქორეოგრაფიული ჯგუფის შემადგენლობაში იყო. 2000 წელს ჯგუფს აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლის სტატუსი მიენიჭა. ანსამბლ ,,ბათუმში" 14 წევრია. მათ რეპერტუარში საქართველოს ყველა კუთხის 150-მდე ხალხური, 80 ქალაქური, 20 კლასიკური სიმღერა და 40 საეკლესიო საგალობელი შედის. 2011 წელს ანსამბლ ,,ბათუმს" ვარსკვლავი გაუხსნეს. ასევე ანსამბლმა მიიღო მართლმადიდებელ საგალობელთა გრან-პრი. წლების განმავლობაში ,,ბათუმი" არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი გახდა. საიუბილეო კონცერტი ბათუმის მერიისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)